პროექტები

 პროექტის სახელწოდება: ,,ჩემი სოფელი''
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები აღწერენ თავიანთ სოფელს, რითაც მოხდება სხვადასხვა სოფლის შედარება, მათი თავისებურებებისა და კულტურის გამოკვეთა.
პროექტის აქტუალურობა:პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს  უკეთ გაეცნენ თავიანთ და სხვადასხვა სოფლის ისტორიას,კულტურასა და ტრადიციებს.
პროექტის მიზნები: . მოსწავლეები გაიზიარებენ სხვადასხვა სოფლის კულტურას, თავისებურებებს, მოხდება  მათი სოფლების ადგილის შედარება.
გადაიღებენ სურათებს,დახატავენ და აიღებენ ინტერვიუს სოფელში მცხოვრები უხეცესებისაგან. მოსწავლეები გამოიკვლევენ საკუთარი სოფლის ადგილის ისტორიას, რითაც განუვითარდებათ კვლევის უნარ-ჩვევები და გააცნობიერებენ ადგილობრივი ისტორიის მნიშვნელობას აწყმოსათვის.
მონაწილეთა ასაკი/კლასი: 12-13 წელი (6-7 კლასი)
ვადა: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგები: მთავარი შედეგით მოხდება ფასეულობების გადაფასება. მოსწავლეები ისწავლიან თავიანთი სოფლების ისტორიას. 
 იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარი სოფლის ისტორიას, შეადარებენ კულტურებსა და ტრადიციებს .  ახალგაზრდები იკვლევენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარი სოფლის ისტორიას, შეადარებენ კულტურებსა და ტრადიციებს .
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:გამოიყენებენ სხვადასხვა რესურსებს  როგორიცაა: ინტერვიუ, წერილები, კედლის გაზეთები.შესაძლო ნახატების , სურათების ალბომის , ჟურნალის ან ვებ-ბლოგის შექმნა. 
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სოფელში აღმოჩენილ პრობლემებთან მიმართებაში, ჯგუფური მუშაობები,ინტერვიუს აღების მეთოდითა და კითხვების დასმით საკითხში ჩაღრმავება. ამ მეთოდის დროს ხდება წინასწარ მომზადება , მიზნის დასახვა და ძირითადი პრობლემების გზის/გზების ძიება. 
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: გეოგრაფია,ისტორია და ქართული. მოსწავლეებს გაუძლიერდებათ სწავლის ინტერესი და სურვილი, გაუღრმავდებათ კულტურული კუთვნილების განცდა, ისწავლიან საკუთარი და უცხო კულტურის დაფასებას, ერთმანეთის მოსმენას... ინტერნეტ-პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას ინფორმაციულ-ტექნოლოგიების გამოყენებით. მშობლიური  კულტურული გარემოს თვითმყოფადობისა,  მისი განუმეორებლობის დაფასებასა და პატივისცემას.
პროექტის ხელმძღვანელი: სოფიო ვარდოსანიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: sofovardi1979@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: sofiovardosanidze.blogspot.com




Комментариев нет:

Отправить комментарий